წესები და პირობები

1.

ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კლიენტი ანიჭებს შპს აერო რეფანდს სრულ საკუთრებასა და იურიდიულ უფლებებს მის პრეტენზიაზე, რაც მოიცავს ნებისმიერ მოთხოვნას ავიაკომპანიის მიმართ ფულადი კომპენსაციისა ან სხვა კეთილგანწყობის გამომხვატველ ჟესტზე, რაც მიმართული იქნება (EC) No 261 / 2004 წ., მონრეალის 1999 წლის კონვენციის (MC99), ან სხვა საჰაერო მგზავრების უფლებების რეგულაციით გათვალისწინებული ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მითითებულია ზემოთ დაჯავშნის ნომერზე T&C-ის შესაბამისად

2.

კლიენტი უფლებას აძლევს აერო რეფანდს, მოსთხოვოს ოპერატორს, არ დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები სარჩელთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა მხოლოდ პრეტენზიის შემოწმებისა. მომხმარებელს ესმის, რომ ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია მიიღოს პირდაპირი კონტაქტები ან გადახდები ოპერატორისგან.

3.

თუ ზემოთაღნიშნული დავის მოგვარება ვერ მოხდება მოლაპარაკების საფუძველზე ეს ფორმა შესაძლებელი იქნება ჩაითვლოს, როგორც კლიენტის მიერ აერო რეფანდისთვის მინიჭებული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც კომპანია იძენს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებებზე, კერძოდ:

4.

- კანონიერად წარმოადგინოს კლიენტი მესამე პირების წინაშე სარჩელთან დაკავშირებით; - მოიპოვოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე მოახდინოს ნებისმიერი სამოქალაქო სარჩელის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ საჩივრების წამოწყება შესაბამის სასამართლოებში ან ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კლიენტის სახელით საჰაერო მგზავრთა უფლებების რეგულირების აღსრულებაზე;

5.

- ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებების წამოწყება და წარმართვა, ასევე სამართლებრივი - სასამართლო (მათ შორის, არბიტრაჟი და სხვა საჯარო თუ კერძო დავების გადამწყვეტი ორგანო) და არასასამართლო (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები)- აუცილებელი ზომები. კლიენტის განცხადების შეგროვება გადამზიდველისგან; - მოთხოვოს მესამე პირს რომ არ დაამუშაოს მისი კლიენტის პერსონალური მონაცემები, პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა სარჩელთან დაკავშირებით პრეტენზიის გადამოწმებისა; - შეაგროვოს და მიიღოს გადახდები კლიენტის სახელით პრეტენზიასთან დაკავშირებით; - უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება და პროცედურა რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს, ევროკავშირის და სხვა კანონმდებლობით.