ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული კითხვები

რა შედის „აერო რეფანდის“ მოვალეობაში?

ჩვენი კომპანია ეხმარება მგზავრებს იმ კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში, რომელიც მათ რეისის გადადების, გაუქმების, დაგვიანების ან რაიმე მსგავსი ხარვეზის წარმოქმნის სანაცვლოდ ეკუთვნით ავია კომპანიისგან. აღნიშნული კომპენსაციის მიღების მოთხოვნას თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით დააფიქსირებთ, რის შემდეგაც „აერო რეფანდი“ თქვენს ნაცვლად გააგრძელებს ავია კომპანიასთან დავას და კომუნიკაციას, თქვენი კუთვნილი თანხის მისაღებად.

რა ღირს „აერო რეფანდის“ სერვისით სარგებლობა?

ჩვენი მომსახურეობა თქვენთვის კუთვნილი კომპენსაციის მოპოვებაზეა დამოკიდებული. მომსახურეობის საფასური გადასახდელი გექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი საჩივრის წარმატებულად დამუშავების შედეგად ავია კომპანიის მხრიდან მიიღებთ კუთვნილ კომპენსაციას. მომსახურეობის საფასური შეადგენს ზემოთხსენებული თანხის გარკვეულ პროცენტულ რაოდენობას, რომლის ზუსტ რიცხვსაც ჩვენი ექსპერტები გაგაცნობენ წინასწარ.

შემიძლია ფულადი კომპენსაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუკი ავია კომპანიამ მოახდინა ჩემთვის სასტუმროს და საჭმლის უზრუნველყოფა?

ავია კომპანიის მხრიდან მსგავსი დახმარების გაწევა არ ათავისუფლებს მას შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან.

შემიძლია ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუკი დავთანხმდი ავია კომპანიისგან ვაუჩერის მიღებასა?

დიახ, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენთვის განკუთვნილი ფულადი კომპენსაცია ნაანგარიშები იქნება ვაუჩერის საფასურის გამოკლებით. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავია კომპანიისგან ვაუჩერის მიღებაზე თანხმობის განცხადების ვალდებულება არ გაკისრიათ.

რეისის რამდენი ხნით დაგვიანების შემთხვევაში მეკუთვნის ფულადი კომპენსაცია და რამდენი?

ავია კომპანიის პოლიტიკის მიხედვით რეისი დაგვიანებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი იგი დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდება 3 საათზე მეტი დროის დაგვიანებით. კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია აეროპორტებს შორის დაშორების მანძილზე, რის შესახებაც ჩვენი ექსპერტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან.

როგორ გავიგო ჩემმა რეისმა სამი საათზე მეტი დროით დააგვიანა თუ არა?

როგორც წესი ჩაფრენის დრო მიუთითებს იმ ეტაპზე, როდესაც თვითმფრინავის მინიმუმ ერთი კარი მაინც იღება. შესაბამისად, თუკი თქვენ ჩაფრენის დროთ საღამოს 6 საათი გიწერიათ, მაგრამ თვითმფრინავის კარები 6 საათის ნაცვლად 6:10-ზე გაიღო, მაშინ ეს სამ საათზე მეტ დაგვიანებას ნიშნავს.

მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია, თუ ავია ბილეთები ავია კომპანიისგან არ შემიძენია?

დიახ, ფრენის წარმატებით შესრულების ვალდებულება ეკისრება ავია კომპანიას და არა იმ ერთეულს, რომლის საშუალებითაც მოახდინეთ ავია ბილეთების შესყიდვა.

მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ავია ბილეთები სააქციო ტარიფით შევიძინე?

ასეთ დროს შესაძლოა ავია კომპანიას არ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, რადგან თქვენს მიერ გადახდილი თანხა არაა ხელმისაწვდომი ყველა კლიენტისათვის. თუმცა, მსგავსი შემთხვევა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე და ზუსტ პასუხს ჩვენი ექსპერტებისგან მიიღებთ.

შემიძლია თუ არა კომპენსაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუკი უკვე უარი მაქვს ნათქვამი ავია კომპანიის მხრიდან შემოთავაზებულ ფულად კომპენსაციაზე?

ავია კომპანიის მიერ გამოწვეული ხარვეზებით შექმნილი დისკომფორტის სანაცვლოდ კუთვნილი ფულადი კომპენსაციის მიღება გეკუთვნით

როდის არ მეკუთვნის კომპენსაციის მიღება?

როგორც წესი ავია კომპანიას რეისის დაგვიანების, გადადების ან გაუქმების შემთხვევაში მგზავრებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა არ ევალება იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ხარვეზი გამოწვეულია ავია კომპანიის თანამშრომლების გაფიცვით ან ექსტრემალური ამინდის ზეგავლენით.

განცხადების შესავსებად დაგვიკავშირდი