მოითხოვე 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია ახლავე

შენ გეკუთვნის 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია დაგვიანებულ ან გაუქმებულ ავიარეისზე

თანხის დაბრუნების გარანტია

არანაირი ვალდებულება

wizz air logo
pegasus logo
aegean airlines logo
condor logo
turkish airlines

ჩვენი უპირატესობები

ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან და სწრაფ მომსახურეობას

არანაირი რისკი

წინასწარ თქვენ არაფრის გადახდა არ გიწევთ

წარმატების მაღალი შანსი

კომპანიის მიერ წარმატებით შესრულებული სამუშაოების მიხედვით, თქვენ გექნებათ წარმატების მაღალი შანსი

ონლაინ განაცხადი

ფორმის შესავსებად საჭიროა მხოლოდ 5 წუთი

AEROREFUND.COM

სანდო

ჩვენ ვართ კომპანია 5 წლიანი გამოცდილებით, შეგიძლიათ გვენდოთ მარტივად

კონსულტაცია

ჩვენი პროფესიონალების გუნდი გაგიწევთ კომპეტენტურ კონსულტაციას

ავიაკომპანიები

ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ ავიაკომპანიასთან, რაც გვიმარტივებს თანხების დაბუნდებს

რატომ უნდა აირჩიოთ Aerorefund ?

ფრენის კომპენსაციის
მოთხოვნა თქვენით

თუკი თქვენით აპირებთ კომპენსაციის მიღების პროცედურის გავლას, მაშინ საკმაოდ გრძელი და სტრესული გამოცდილებისთვის უნდა იყოთ მზად. განსაკუთრებით დამღლელ ეტაპს წარმოადგენს გრძელი და სტრესული მოლაპარაკებები ავია კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე შრომატევადია ყველა იმ საჭირო დოკუმენტის მოძიება და მოპოვება, რომელიც მსგავსი მოლაპარაკებების პროცესშია წარსადგენი თქვენს მიერ. ასევე ავია კომპანიის მიერ თქვენი სარჩელის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ყველა იურიდიული ხარჯის დაფარვა პირადად მოგიწევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავია კომპანიები ხშირად საპასუხო წერილსაც კი არ უბრუნებენ კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრილ მგზავრებს.

kompensaciis motkhovna

კომპენსაციის მოთხოვნა
Aerorefund-ის დახმარებით

კომპენსაციის მიღება აერო რეფანდის “ გუნდთან ერთად ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი ოპერაციაა. თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის დაფიქსირება ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით. ამ ეტაპის შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ორგანიზებაზე პროფესიონალი თანამშრომლები იზრუნებენ. ჩვენ შევაგროვებთ საჭირო დოკუმენტებს, დავუკავშირდებით ავია კომპანიას და უმოკლეს ვადაში წარვუდგენთ თქვენს საჩივარს. ასეთ დროს კომპენსაციის მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ თქვენ მეტი აღარაფერი გევალებათ, კუთვნილი თანხის მიღების გარდა. ავია კომპანიის მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ შესაბამისი საკომპენსაციო თანხის რაოდენობა მაშინვე აისახება თქვენს ანგარიშზე.

dalodeba

როდის გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია?

რეისის დაგვიანების შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია, თუ:

🔵 თქვენი რეისი დანიშნულების ადგილზე გათვალისწინებულ დროზე 3 საათით უფრო გვიან ჩაფრინდა.
🔵 თქვენ დროულად გამოცხადდით რეისზე მოსახვედრად (მინიმუმ გაფრენამდე 45 წუთით ადრე)
🔵 დაგვიანებული რეისით მგზავრობა მოგიწიათ არაუმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში
🔵 რეისის დაგვიანება გამოწვეული იქნა ავია კომპანიის მხრიდან

ფრენის გაუქმების შემთხვევაში თქვენი სამოგზაურო გეგმების არევისთვის კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაში, თუ:

🔵 თქვენი ფრენა გააუქმეს მგზავრების 14 დღით ადრე გაფრთხილების გარეშე
🔵 ფრენის გაუქმება მოხდა ბოლო სამი წლის განმავლობაში
🔵 ფრენის გაუქმება განხორციელდა ავია კომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზით ორივე მოცემულ სიტუაციაში თქვენს მიერ მიღებული კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი ფრენის გადადების ხანგრძლივობასა და საფრენ მანძილზე.
კონკრეტული შემთხვევის დეტალების დაზუსტებაში აერო რეფანდის პროფესიონალი გუნდის წევრები სწრაფად და ეფექტურად დაგეხმარებიან.

გადასაჯდომი ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაცია გეკუთვნით, თუ:

🔵 თქვენი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა ვერ მოხერხდა გადადებული ან გაუქმებული ფრენის შედეგად.
🔵 ორივე რეისით მგზავრობა ერთი ბილეთის ფარგლებში გქონდათ შეძენილი.
🔵 თქვენი დაგვიანება გამოწვეული იქნა ავია კომპანიის არაკომპეტენტურობით.
🔵 დაგვიანების მიზეზი არ იყო ბუნებრივი კატასტროფა, ამინდი, პოლიტიკური სიტუაცია ან ტერორისტული აქტი.
🔵 დამაკავშირებელ რეისზე არ დაგიგვიანიათ პირადი მიზეზების გამო - მაგალითად აეროპორტში რეგისტრაციის დროულად ვერ გავლის შედეგად.
🔵 აღნიშნული პრობლემა შეგექმნათ ბოლო სამი წლის განმავლობაში.
🔵 ავია კომპანიამ შემოგთავაზათ თქვენი რეისის ალტერნატიული ფრენით სარგებლობა.
🔵 კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზემოთხსენებულ სიტუაციებში ავიაბილეთები თქვენი დამსაქმებლის მიერაა შეძენილი. ასეთ დროს დაზარალებული მგზავრის როლში თქვენ ბრძანდებით და კომპენსაციის მიღებაც სწორედ ამ მიზეზის გამო მაინც გეკუთვნით. კომპენსაციის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი პრობლემის წარმოქმნისას ავია კომპანიის მხრიდან მოხდა სასტუმროს ან საჭმლის ვაუჩერის შემოთავაზება.

რატომ AeroRefund?

ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები მზად არიან თქვენს მაგივრად შეასრულონ ყველა ის სტრესული ბიუროკრატიული მოთხოვნა, რომელიც თქვენი კუთვნილი თანხის მიღებისთვისაა აუცილებელი. აერო რეფანდი ყველაზე მოკლე დროში შეძლებს საჭირო დოკუმენტების ორგანიზებას და შესაბამის ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას. აერო რეფანდი ასევე რეგულარულად აწვდის კლიენტს განახლებულ ინფორმაციას აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისა და შესაძლო დასრულების ვადების შესახებ.

აერო რეფანდი გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით და უზრუნველყოფს კლიენტის კუთვნილი თანხის დაბრუნებას კომპლექსურ სიტუაციებშიც კი. ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის განკუთვნილი კომპენსაციის ანაზღაურებაზე იზრუნებენ როგორც გაუქმებული, ისე გადადებული ფრენების და ავია კომპანიის მხრიდან ჩაშლილი გადაჯდომის გეგმების შემთხვევაშიც. რაც მთავარია, ჩვენთვის საკომისიოს გადახდა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ წარმატებით შეძლებთ კომპენსაციის მიღებას.

აერო რეფანდის გამოცდილი თანამშრომლები მოწინავე პოზიციას იკავებენ კლიენტების ინფორმირების საკითხში. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ყველა საჭირო ცნობა იმის შესახებ, თუ რა სახის სიტუაციებში იმსახურებთ ავია კომპანიებისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე რა სახის კანონიერი უფლებები გაგაჩნიათ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისას. აერო რეფანდი ასევე გარანტირებულად უზრუნველყოფს ავია კომპანიების მხრიდან გადასახდელი კომპენსაციის მაქსიმალური რაოდენობის გადახდას.

ხშირად დასმული კითხვები

რა შედის Aerorefund-ის მოვალეობაში?

ჩვენი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ავია კომპანიების მიერ დაზარალებული მგზავრებისთვის მათი კუთვნილი ფულადი კომპენსაციის გადახდას, უმოკლეს ვადებში.

რა შემთხვევაში მეკუთვნის ავია კომპანიისგან ფულადი კომპენსაციის მიღება?

ავია კომპანიების მხრიდან მგზავრებს რამდენიმე განსხვავებული სახის პრობლემა შეიძლება შეექმნათ, რის სანაცვლოდაც ყველა დაზარალებული კლიენტი კომპენსაციის მიღებას იმსახურებს. ასეთ გაუთვალისწინებელ პრობლემებში შედის თქვენი რეისის დაგვიანება, გადადება, გაუქმება და ასევე გადასაჯდომ ფრენაზე ავია კომპანიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამო დაგვიანება.

რატომ უნდა გამოიყენოთ Aerorefund-ი კომპენსაციის მისაღებად?

აღნიშნული სერვისის გამოყენებით თქვენ დაზოგავთ დროს, თავიდან აირიდებთ არასაჭირო სტრესს და შეძლებთ თქვენი კუთვნილი ფულადი კომპენსაციის მიღებას პროცესის ზედმეტად გაჭიანურების გარეშე.

ჩვენი
კლიენტების გამოხმაურებები

მადლობა მთლიან თქვენ გუნდს, უსწრაფესად და უმარტივესად დავიბრუნე ჩემი კუთვნილი თანხა

გიორგი

სრული პასუხისმგებლობით გირჩევთ კომპანია AeroRefund, ძალიან მაგრები ხართ ასე სწრაფად, რომ დაბამბრუნებინეთ თანხა

ლიკა

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს ერთიან გუნდს მართლაც ძაან სწრაფად დამიბურნდა თანხა

ნიკა

კარგი გუნდი ხართ, მეც მადლობას გიხდით დაბრუნებული თანხისთვის.

საბა

ბლოგი