ჩვენზე

„აერო რეფანდი“ უკვე მრავალი წელია რაც მოგზაურების უფლებების დაცვასა და მათთვის კუთვნილი კომპენსაციის მოპოვებაზე ზრუნავს. ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების მიერ წარმატებით დამუშავებული საკომპენსაციო საჩივრების რიცხვი უკვე 2500-ს აჭარბებს და საკმაოდ სწრაფად იზრდება. დაარსების დღიდან ჩვენი მონდომებული და დიდი გამოცდილების მქონე გუნდის მიზანს კლიენტების იურიდიული უფლებების დაცვა და კონკურენტ ფირმებზე ბევრად უფრო სწრაფი მომსახურების სისტემის შექმნა წარმოადგენდა. თავდადებული შრომისა და ეფექტური ინოვაციების დანერგვის შედეგად საბოლოოდ მივიღეთ ისეთი მარტივი და მოქნილი სისტემა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ კლიენტს სულ რაღაც 5 წუთში შეუძლია საჩივრის ოფიციალურად დაფიქსირება.

„აერო რეფანდი“ კლიენტებთან ურთიერთობის და იურიდიული საკითხების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის მიზანსაც მომხმარებლებისთვის კომპენსაციის მიღების პროცესის გამარტივება წარმოადგენს. ჩვენი ექსპერტები უკვე მრავალი წელია აწარმოებენ კომუნიკაციას მსოფლიოს წამყვან ავია კომპანიებთან, საუბრობენ ათზე მეტ ენაზე და შესანიშნავად იცნობენ სხვადასხვა ქვეყნის ლოკალურ კანონებს, რომელიც ავია კომპანიებისა და კლიენტების დავის სფეროს ეხება. თუკი დარწმუნებული არ ხართ იმაში, თუ რა რაოდენობის კომპენსაცია გეკუთვნით ან როგორ უნდა მოითხოვოთ მისი მიღება, მაშინ ჩვენი თანამედროვე დიზაინის მქონე ვებგვერდი სწორედ თქვენთვის ფუნქციონირებს. ჩვენს საიტზე საჩივრის დაფიქსირება თქვენ მოგაშორებთ სხვა ნებისმიერი, სტრესული საკითხის საკუთარი ხელით მოგვარებას. აღნიშნული მომენტიდან ჩვენი ექსპერტები სწორედ თქვენს მაგივრად დაიწყებენ ზრუნვას კომპენსაციის მოპოვებაზე და თუ საჭირო გახდა თქვენს მაგივრად იბრძოლებენ სასამართლო დარბაზშიც, ავია კომპანიის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის გასაჩივრების შემთხვევაში.

„აერო რეფანდი“ მზადაა დაფაროს ნებისმიერი მანძილი, თქვენთვის სასურველი შედეგის მოსაპოვებლად.